მედია: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა – მის ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა – დღევანდელ სხდომას მხოლოდ ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი არ ესწრება. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა, რასაც გალუსტაშვილი პასუხობს, რომ „თუ არ მოსწონთ სხდომა დატოვონ”. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ დანიშნა სახაზინო ადვოკატები მოსამართლემ. მათი შეფასებებით, მოსამართლე დაცვის უფლებას არღვევს.
ანდრო ჭიჭინაძე: “სახაზინო ადვოკატებზე არ ვართ არც ერთი თანახმა და უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სხვა ადამიანების ჩართულობაზე. ჩვენ ვენდობით ამ ადამიანებს და სასამართლოს შეუძლია გადაანაწილოს. აგვისტო რისთვის არის? აგვისტოს თვეში რა ხდება? ივლისში რომ ამხელა პრობლემა რომ იყო აგვისტოში რა ხდება?”.
მოსამართლე: “არ მინდა თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა, სასამართლომ თავისი გრაფიკიდან გამომდინარე განსაზღვრა, დავასრულეთ”.
ონისე ცხადაძე: „ვენდობი ჩემს ადვოკატს, შეიძლება ბავშვი მოვანათლინო, ისე ვენდობი, რატომ მინიშნავთ სახაზინო ადვოკატს? ფიზიკურად ვერ ვენდობი, მე მჯერა მომავლის, ადვოკატები უკეთესად ჩამოაყალიბებენ… მე ასე გეტყვით, რაც გინდათ ის გააკეთეთ, სამომავლოდ გამოგვადგება, ასე ვფიქრობთ”.
რევაზ კიკნაძე: „სისწრაფე საერთოდ არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მართლმსაჯულება, სისწრაფეში სიმართლე შეიძლება დაიკარგოს. არ მინდა სახაზინო ადვოკატი, რა სისულელეა, ყოველთვის მხარეს იჭერთ(მოსამართლეს მიმართავს – რ.თ) და ყოველთვის მეორე მხარეს იჭერთ, რატომღაც… მე ვიცი, რომ მოსამართლე ნეიტრალური უნდა იყოს… აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში დიქტატურას ვაპროტესტებ და აქაც დიქტატურა თუ დამხვდებოდა არ მეგონა…”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)