სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გამო, თეირანზე უპრეცედენტო სიმძლავრის იერიშებს აანონსებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ მან უფლებამოსილება მიანიჭა ისრაელის თავდაცვის არმიას (ცახალი) “გააძლიეროს იერიშების ინტენსივობა სტრატეგიულ ობიექტებზე ირანში და სამთავრობო დაწესებულებებზე თეირანში”, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფოსათვის არსებული საფრთხის აღმოფხვრას და აიათოლების რეჟიმის დესტაბილიზაციას.
კერძოდ, კაცის თქმით, დარტყმები განხორციელდება სამთავრობო და სამხედრო ინფრასტრუქტურებზე, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (ირგკ) ობიექტებზე, „სანამ არ იქნება მიღწეული ძირითადი მიზნები“.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაარტყა ისრაელის ტერიტორიებს. პასუხად, ირანს „მტკიცე და ინტენსიურ რეაქციას“ ჰპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი