აბას არაღჩი – სამხედრო ოპერაციები ს დასასჯელად ბოლო წუთამდე გაგრძელდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მადლობას უხდის ირანის შეიარაღებულ ძალებს და აცხადებს, რომ ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ბოლო წუთამდე გაგრძელდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად მისი აგრესიისთვის ბოლო წუთამდე, დილის 4 საათამდე გაგრძელდა“, – განაცხადა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
CNN-ის ცნობით, აბას არაღჩის ეს განცხადება მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, დასრულდა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, ირანი შეაჩერებდა სამხედრო რეაგირებას, თუ ისრაელი ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათამდე ირანზე თავდასხმებს შეწყვეტდა.
„ამ დროისთვის არ არსებობს „შეთანხმება“ ცეცხლის შეწყვეტის ან სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ. თუ ისრაელი შეწყვეტს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას არაუგვიანეს თეირანის დროით დილის 4 საათისა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ამის შემდეგ ჩვენი რეაგირება გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის