ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „სიეტლ საუნდერსის“ 2:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ასეთი მატჩების ჩატარება ადვილი არ არის. აქ მოედნის საფარი ისეთი არაა, როგორიც ევროპაშია. ასეთ გაზონზე ბურთით მოძრაობა და პასის მიცემა ძნელია. ამას უნდა შევეგუოთ და მაღალ ტემპში ვითამაშოთ. ვფიქრობ, უკეთესი გუნდი ვიყავით და გამარჯვება დავიმსახურეთ.
ისეთი ტურნირია ატალანტაში, ფილადელფიაში ან კიდევ სადმე გასამგზავრებლად მზაყოფნაა საჭირო. გვინდა რაც შეიძლება შორს გავიდეთ და მგონია, ფეხბურთელები ამისათვის მზად არიან. ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება და ძალიან რთული იქნება. ჩვენ მოტივირებულები ვართ და მორიგ მეტოქეს ველით“.
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
სერხიო რამოსი: “ოქროს ბურთს” მას მივცემდი…