ლონდონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკოფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს შეხვდება“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ნიკოფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის მიზანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
ლონდონში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვიზიტისას უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს