საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ საქველმოქმედო აქცია „4 წლის ელენესთვის“ გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“, მოყვარული მსახიობები მაყურებლის წინაშე მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით „უკანასკნელი თოლია“ წარდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო სპექტაკლი 4 წლის ელენე ფარცვანიას დასახმარებლად ჩატარდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“, რეჟისორის გიორგი ჭანტურიას თქმით, მოყვარული მსახიობების მიზანი მხოლოდ ხელოვნება, თეატრი ან წარმოდგენა კი არა, თანაგრძნობის, მზრუნველობისა და სითბოს გამოხატვა იყო, იმ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიმართ, რომლის ყველაზე პატარა წევრი, 4 წლის ელენე დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.
„თეატრი ეკუთვნის და უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ “მოდინახე” ძალიან ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ქველმოქმედება ჩვენი უნივერსიტეტის, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მსოფლმხედველობის ნაწილია და სწორედ მისი მხარდაჭერით გავერთიანდით ელენესთვის. ამჯერად თითოეული აპლოდისმენტი, შემოწირულება და გულის ძგერა ელენეს ჯანმრთელობისა და ბედნიერი მომავლისთვისაა. ქველმოქმედება არის ის სითბო, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როცა სხვისი ტკივილი ჩვენიც ხდება. ის გვახსენებს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით სამყაროს შეცვლაც კი შეგვიძლია”, – აცხადებს გიორგი ჭანტურია.
ინფორმაციისთვის, „უკანასკნელი თოლია” ერთმოქმედებიანი დრამაა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო ცოტა ხნის წინ სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები