“მონა მოსამართლე ჯვებემ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით – ართანამშრომლობით, არაღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ამ სისტემასთან ზუსტად ისეთივე პრინციპებით, რის გამოც ზურა დღეს ჩაჯდა ციხეში 7 თვით.
დღეს ჩვენ ველოდებით სხვადასხვა განაჩენს და არ ვიცით სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, ვაშაძეს, ყველას ვუსურვებ, რომ ციხეზე არ გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ყველა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ კამათი რაღაცა ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე. ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა მორალურად გამართულებმა და 50 ახალგაზრდას ციხეში ყოფნის ფონზე, ჩვენ არც კი დავუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შევლას” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე