“სჯიან არა პოლიტიკოსებს, არამედ გვსჯიან ჩვენ. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირმა ჩამოგვართვას უვიზო მიმოსვლის უფლება, გაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადოს სანქციები სახელმწიფოს, საჯარო სამსახურების, ბიზნესის წარმომადგენლებს.
ქვეყანა დაიხუროს და დამყარდეს კრიმინალური დიქტატურა – ეს არის გეგმა.
ამ წუთას საქართველოს ელჩი გაეროში ჩვენებას აძლევს “კომისიას”, თითქოს პოლიტიკოსები ევროპაში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი.
ამ ჩვენებით სინამდვილეში პირიქით, დიპლომატი ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს სტატუსი ჩამოერთვას.
და თუ ასე გაგრძელების საშუალება მივეცით – ასეც მოხდება.
ქვეყნის ხელისუფლებაშია რეჟიმი, რომელიც მოქმედებს ანტიკონსტიტუციურად და გვიდგენს საქმეს საქართველოს, როგორც ქვეყნის, როგორც საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის დასასჯელად,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.