ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი -ის და ს დასჯას მოითხოვს

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელTruth-ში 23 ივნისს დაწერა, რომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ირანის ყველა ბირთვულ ობიექტს „მონუმენტური ზიანი” მიადგა.
-ის პრეზიდენტის თანახმად, ზუსტი ტერმინი განადგურებაა.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანი ისევ დიადი გახადოს, რატომ არ უნდა შეიცვალოს ეს რეჟიმი?
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, 22 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ აშშ დაადანაშაულა აბსურდული საბაბით ომის გაჩაღებაში და განაცხადა, რომ თეირანი აგრესიისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებს.
ირანელმა დიპლომატმა ს პრემიერ-მინისტრ ს ბრალი დასდო კიდევ ერთ „ხანგრძლივ და უაზრო ომში” ამერიკის ჩათრევაში. ირავანიმ მოითხოვა, რომ ისრაელს და აშშ-ს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკსიროთ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა მთელმა მსოფლიომ უნდა გადაუხადოს.
დანონის თანახმად, ირანის მიმართ იყო დიპლომატიის მცდელობა, მაგრამ მან „მოლაპარაკებები თეატრად აქცია” და დროის მოსაგებად გამოიყენა.
21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
მანამდე, 13 ივნისიდან ირანის ბირთვულ ობიექტებსა და არსენალებზე შეტევა დაიწყო ისრაელის არმიამ. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით არაერთი იერიში მიიტანა.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა