ს სამხედრო შტაბის უფროსი – ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში – მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

ისრაელს კვლავ აქვს „ სამიზნეები“ ირანში და მზადაა გააგრძელოს თავდასხმები ქვეყანაზე „იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, -ამის შესახებ ს სამხედრო შტაბის უფროსმა განაცხადა.
„ჩვენ კვლავ გვაქვს დარტყმის სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები“, – განაცხადა ეიალ ზამირმა სიტუაციური შეფასებისას, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან აღინიშნება, რომ ისრაელი გააგრძელებს დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერაციული გეგმის შესაბამისად და “მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“.
ზამირმა შეაქო შეერთებული შტატების დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე,რომელიც კვირას დილით განხორციელდა და განაცხადა, რომ ის „შესაძლებელი გახდა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მამაცი ლიდერობის წყალობით“.
მისი თქმით, დარტყმები წარმოადგენს „გარდამტეხ მომენტს“ ისრაელის კამპანიაში, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავისი მონდომება და შესაძლებლობები აჩვენა – ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, – დასძინა ზამირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი