რუსეთის საგარეო უწყება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებზე – სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს

ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გაავრცელა.
„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარეებს ახლო აღმოსავლეთში აგრესიის დასრულებისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნების პირობების შესაქმნელად ძალისხმევის გაზრდისკენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?