ისრაელში, ირანის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შემდეგ, საავადმყოფოებში კიდევ 86 ადამიანი მოათავსეს

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ღამით და კვირას დილით, საავადმყოფოებში, სხვადასხვა დაზიანებით 86 ადამიანი მოათავსეს, – ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში მაღნიშნულია, რომ ორი ადამიანი საშუალო სიმძიმისაა, 77 – მსუბუქი, ოთხს – შფოთვითი აშლილობა აღენიშნება, ხოლო სამის მდგომარეობის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე დარტყმების დაწყებიდან საავადმყოფოებში ისრაელის 2 835 მოქალაქე გადაიყვანეს, მათგან 23 მძიმედ დაშავებული, 107 – საშუალო სიმძიმის, 2 555 – მსუბუქად დაშავებული და 119 – შფოთვითი აშლილობით.