ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლა არის დრო, რომ ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს – მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად

ირანმა არასდროს არ უნდა მოიპოვოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის პიკში ყოფნის ფონზე, სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ახლა არის დრო, რომ ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა