„კრიზისის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია“, – ურზულა ფონ დერ ლაიენი

„ირანმა არასდროს უნდა მოიპოვოს ბომბი“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დასძენს, რომ მოახლოებული კრიზისის ფონზე ახლო აღმოსავლეთში, სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
„ახლა ის დროა, როცა ირანი უნდა ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტილებაში. მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია ირანისთვის სანდო დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა. ამისთვის კი:
„ მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – აცხადებს ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დილით ირანის სამ – ფორდოს, ისპაჰანისა და ნათანზის ბირთვულ ობიექტს შეუტია.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა