დავით ჩხეიძე: მოსამართლემ ერთ ამოსუნთქვაში ჩაიკითხა მუხლები თითქმის ზეპირად და შეუფარდა პატიმრობა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
მოსამართლემ არ გაითვალისწინა,
რომ არ არის ნასამართლევი,
რომ არსად მიმალულა,
რომ გაკავებული იყო და თავდასხმას უბრალოდ ვერ შეძლებდა,
რომ მანამდე არ დაუბარებიათ და ქუჩიდან აიყვანეს…
რომ მოწმეების უმრავლესობა მანდატურია და ზემოქმედებას ვერ მოახდენდა,
რომ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები…
რომ არის დედა,
რომ ჰყავს ერთი აბიტურიენტი შვილი, რომელიც ახლა აბარებს…
რომ არის მასწავლებელი,
რომ თან სწავლობს,
რომ თავად იყო გადამეტებული ძალის გამოყენების მსხვერპლი,
რომ სხვის გულშემატკივრად იყო მისული სასამართლოში, რა დროსაც აღელდა…
პროკურორი უკვე დარბაზში სჯიდა მასაც და უფლებადამცველსაც, დაძაბული, აწეული ხმით და წარბით ზემოქმედებდა, აშინებდა…
მოსამართლემ ერთ ამოსუნთქვაში ჩაიკითხა მუხლები თითქმის ზეპირად და შეუფარდა პატიმრობა.
ნინო დათაშვილი დასჯილია სამშობლოს სიყვარულისთვის. საბაბი – სასამართლოში ათამდე მანდანტურზე თავდასხმა

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება