ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც “ჩინოვნიკუშკამ” გადაწყვიტა ფულები აკეთოს!?

ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.
სამხარაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მით უმეტეს – პოლიტიკოსი, შესაბამისად, ვინც ოდესმე რამეშია შემჩნეული, ყველას მოეკითხება.
“ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!” – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე