“იმის მისახვედრად, რომ ივანიშვილი ყველაფერს იკადრებს თბილისის მოსაგებად, ამის გახსენებაც საკმარისია” – მერაბ მეტრეველი –

იმის მისახვედრად, რომ ივანიშვილი არაფრის დამთმობი არაა და ყველაფერს იკადრებს თბილისის მოსაგებად, 2014 წლის თვითმმართველობის ს გახსენებაც საკმარისია. ეს იყო პოეველი არჩევნები ტრიუმფალური 2012-ის მერე და, როგორც ჩანს, ელოდა, ამასაც ტრიმფალურად მოიგებდა, ამიტომ არჩევნების წინ ღარიბაშვილის პირით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ საარჩევნო პერიოდში წინა ხელისუფლების მღალჩინოსნების დაჭერაზე მორატორიუმს ვაცხადებო ანუ ამ პერიოდში ნაცებიდან არავის დავკჭერ, ვინმემ რამე რომ არ თქვასო. დადგა არჩევნების დღე და აღმოჩნდა, რომ თბილისის მერობაზე წარდგენილმა მისმა კანდიდატმა, დავით ნარმანიამ იმდდნი მოახერხა, რომ ნაციონალ მელიასთნ კინაღამ წააგო, მეორე ტური გახდა საჭირო (ისე, ბიძინას კანდიდატების შერჩევის საოცარი უნარი ქონდა ყოველთვის). და რა ქნა ივანიშვილმა? თავისი ნათქვამი სიტყვა და საქვეყნოდ დადებული პირობა ეგრევე უკან წაიღო, მეორე ტურის წინ მელიას საარჩევნო შტაბის უფროსი და თბილისის მერი, გიგი უგულავა დაიჭირა. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მისი გავლენები კიდევ დიდი იყო დედაქალქში და ასე დაიზღვია თავი. ეს იკადრა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ თეთრ ცხენზე იჯდა და ვიღაცებს გონიათ, ახლა არ იკადრებს უკადრებელს და თბილისს გამოგლიჯავენ.