გუნაშვილი: რეალობა არის ის, რომ რუსული რეჟიმი მყარდება

“რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი” – ამის შესახებ “ფარის” წევრმა, დათო გუნაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ “რეჟიმი” ჩამოიშალოს, “პოლიტიკურმა ველმა საზოგადოებრივ დაკვეთაზე ფოკუსი უნდა გაასწოროს” და ბრძოლის მიმდინარეობისას “ახალი ტიპის ადამიანები უნდა წარმოჩნდნენ”.

რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი. პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს და თუკი ვინმეს უნდა პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ამ რეჟიმის სრულ ბოიკოტში უნდა გადავიდეს. თავიდან ბოლომდე უნდა დაუპირისპირდეს ამ რეჟიმს. რეჟიმი უნდა ჩამოშალოს ამ საზოგადოებამ, მაგრამ პოლიტიკურმა ველმა საზოგადოებრივ დაკვეთაზე ფოკუსი უნდა გაასწოროს და ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ამ ბრძოლის პროცესში ახალი ტიპის ადამიანები უნდა წარმოჩინდნენ, ახალი რამ უნდა მოხდეს. ეს არის გამოსავალი”. – განაცხადა დათო გუნაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება