“ბაიერნში” გადავიდეს თუ “კვარასთან” კონკურენცია გააგრძელოს – ბარკოლა არჩევანის წინაშე

“ბაიერნი“ შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და მთავარი სამიზნე პსჟ-ს გარემარბი ბრედლი ბარკოლაა, – იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
ჯერ უცნობია სურს თუ არა თავად 22 წლის ბარკოლას „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება, სადაც სთან კონკურენციას ვერ გაუძლო და უმეტესად შეცვლაზე უწევს შესვლა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ბრედლის გაყიდვის წინააღმდეგია. თუ „ბაიერნმა“ ეს ტრანფერი ვერ გაჩარხა, რაფაელ ლეაოს (მილანი) გადაბირებას შეეცდება.
„ბაიერნის“ გარდა ბარკოლას სამსახურით „ლივერპულია“ დაინტერესებული.
ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი 3 წლის შემდეგ უმთავრდება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 90 მილიონი ევროა.
ლუის ენრიკე: შედეგი კანონზომიერია – უნდა მოვუმატოთ
“პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ” – “ბოტაფოგოს” მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა