რუსთაველის გამზირზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს

რუსთაველის გამზირზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს – მოქალაქეები, რომლებმაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს, გავრილოვის ღამეს იხსენებენ, როცა “ქართულმა ოცნებამ” მომიტინგეები სასტიკი მეთოდებით დაარბია.

მოქალაქეები პარლამენტთან 20 ივნისის ღამის სიმბოლიკით არიან წარმოადგენილები. საუბარია წითელ თვალსახვევზე. აქტივისტებმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის გასახსენებლად შადრევანში წითელი საღებავიც ჩაასხეს, თუმცა თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მდებარე შადრევანი გათიშა.

შეგახსენებთ, დღეს 20 ივნისის გავრილოვის ღამიდან 6 წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული და თვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)