ლუის ენრიკე: შედეგი კანონზომიერია – უნდა მოვუმატოთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, “ბოტაფოგოსთან” 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გაააკეთა:
“იმედგაცრუებული ვართ. თავიდან ბოლომდე ძალიან დაძაბული თამაში იყო და ეს ნორმალურია. მეტოქე თავს კარგად იცავდა – ისევე როგორც ლიგა 1-ის ან ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთი გუნდი. ჩვენთან დაპირისპირება მოწინააღმდეგეთათვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.
უკეთ გარჯა გვჭირდება. ამაზე კვირის დასაწყისიდან ვლაპარაკობდი. ბუნებრივია, რომ ტურნირზე რთული მატჩებია. შედეგი კანონზომიერია. სირთულეებს შევეჯახეთ და უნდა მოვუმატოთ”.
“პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ” – “ბოტაფოგოს” მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში