“ხალხის სიყვარული თუ გაქვთ, ნებისმიერ ბულვარში შეგიძლიათ იმღეროთ”- რას წერს მოროშკინა?

ჟურნალისტი, პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჰოო…
კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ კი არა, დონორი პაციენტის თირკმელივით გვჭრიდნენ ყველა არსებული, დაგეგმილი და სპონტანური ივენთიდან.
პირველ უკმაყოფილო კომენტარზე ოჯახს გვიტერორებდნენ,
მეორეზე დესტრუქციას გვიწყობდნენ და გვიჭერდნენ, მერე პროფილაკტიკისთვის გვამებზე გვასკოჩებდნენ, დესერტად კი ქუჩებში გვხრეტდნენ.
მაშინაც სალმიანი იყო ქვეყანა და 320.000 ადამიანი პირველივე სალამზე დილეგებში გამოამწყვდიეს, უახლოესი სანათესაო კი წლები მენტალურ დილეგში ამყოფეს.
საახალწლო დღეებია და გახსენებაც მზარავს “დაჩკის” კილომეტრიან რიგებში სიფრიფანა, ნერვებ დატყვევებული ჭირისუფლები წყლის სამლიტრიანი ავზებით და არა გოჭებით და მწვადებით, როგორც ახლა და
არანაირი პირადი პაემნები და არანაირი შეწყალება!
კონცერტზე არ გამღერეს?
იქნებ ისევ თქვენ გიფრთხილდებიან,
ე მანდ მსმენელი ისე არ გაღიზიანდეს თქვენი გამძღარი, წლების განმავლობაში რეჟიმის ხარჯზე ნაკვები სიფათით, ვაი რომ ნერვებმა უმტყუნოს და რაც ხელში უჭირავს მთელი ძალით გიწილადოს ცენტრისკენული აჩქარებით.
ბუმერანგი მურტალი რამეა, თან პირდაპირ კეფას უმიზნებს.
მოდი დატკბით ცხოვრებით, ხომ არავინ გდევნით ქვეყნიდან,
ცხოვრებიდან, სიცოცხლიდან, როგორც ჩვენ თქვენი
ბინძური
გურუს მმართველობის დროს.
ხომ არავინ გიჭერთ უხამსობაზე და შეურაცხყოფაზე?
ხომ არავინ გიტენით ჯიბეში ნარკოტიკს და იარაღს რომ სამუდამოდ დაგადუმოთ?
ასეა ეს.
ხალხის სიყვარული თუ გაქვთ, ნებისმიერ ბულვარში შეგიძლიათ იმღეროთ,
ხელოვნებას დღეს არავინ დევნის და არც ნებართვა ესაჭიროება.
მაგრამ შიში ოხერია…
ამაშია საქმე.
სე ლა ვი
P.S.დავასრულოთ ეს დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ.
აუუუ ერთსაც ჩავამატებ იმათთვის,
აი რაღა ცუდი უნდა გადმოიღოთო…
დღემდე! დღემდე კოკა-კოლის ოფისი ჩემს სიღნაღის ობიექტს არ აწვდის აქსესუარებს, რადგან მე მთავრობის მომხრე ვარ…
აი ასე!”-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება