ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ობიექტი შენდება

რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპორტული ობიექტების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სპორტული ობიექტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შენდება და 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და ჭიდაობისთვის განკუთვნილი სპორტული დარბაზები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 680 538 ლარს შეადგენს. სპორტული ობიექტის მშენებლობა რეგიონული განვითარების მინისტრმა მოადგილეებთან, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას