ლატვიამ სა და ბელარუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა

ლატვიამ სა და ბელარუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა
ლატვიის სეიმმა “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანზაქციების შეზღუდვის შესახებ” კანონს მხარი დაუჭირა.
ახალი კანონის მიხედვით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებათ. კანონი გავრცელდება როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირებზე, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსში არიან რეგისტრირებულები.
რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, ვინც წარსულში შეიძინა უძრავი ქონება კანონი არ შეეხება.
აკრძალვა არ შეეხება რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლატვიაში უძრავ ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ.
ანალოგიური კანონი 2025 წლის აპრილში ფინეთმაც მიიღო. კანონის თანახმად, ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
2023 წლიდან მსგავსი კანონი მოქმედებს ლიტვაშიც, მაგრამ ლატვიასა და ფინეთისგან განსხვავებით, ეს არის დროებითი სანქცია და არა მუდმივი კანონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის