მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი მძიმეწონოსანი ინალ თასოევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
20 ივნისს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.