ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
“ქოც სააგენტოს ჟურნალიუგა მირეკავს და სარკაზმით მეკითხება: კიდევ ვინ გინახავთ სკამზე ასული , თქვენი მიშას სადღეგრძელებლადო და უკლებლივ ყველა გაქოცებული, “დაბრაკული ” ნაციონალი , გარდა ვასიკო ჩიგოგიძისა და ისიც იმიტომ, რომ უბრალოდ, სკამი არ იძებნებოდა არც ერთ რესტორანში, რომელიც ჩიგოგიძის სახალადეცე კისერსა და სამუჟუჟე წვივებს გაუძლებდამეთქი და გამითიშა.”
მედიის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, 2012 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. სოციალურ ქსელში იძებნება, რაჟდენ კუპრაშვილის სახელით გამოქვეყნებული არაერთი პოსტი, სადაც კუპრაშვილი მიხეილ სააკაშვილის საჯარო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას პირად გვერდზე აზიარებს.
2012 წლის 18 ივნისს რაჟდენ კუპრაშვილის სოციალურ ქსელში აზიარებდა, მიხეილ სააკაშვილის აქტივობას, რომ მან ყვარელში, მის საკარმიდამონ ნაკვეთში, მეზობელთან ერთად ვენახი შეწამლა.
ნალოგიური პოსტებს აზიარებდა, რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წლის 27 მაისსა და 20 ივნისს.
ჟურნალისტი, “პუბლიკას” დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი:
თარიღებს დააკვირდით აქ:
2012 წლის 22 სექტემბერს ტიპი ჯერ კიდევ გაქანებული მიშისტია. მაგრამ 12 ოქტომბერს უკვე ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენას ემხრობა.
ნეტა რა მოხდა ამ თარიღებს შორის?
