სოზარ სუბარმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა

სოზარ სუბარმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ქვეყანაში მიმდინარე, ასევე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველო და მთელი მსოფლიო. „ახალგაზრდებთან ვისაუბრე ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. განვიხილე მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურ ძალთა ახლებურად გადანაწილების საკითხი და ამ კონტექსტში განვუმარტე ჩვენს სტაჟიორებს, რატომ და რა ვითარებაში შეიქმნა „ხალხის ძალა“, ჯერ როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და შემდეგ – როგორც პოლიტიკური პარტია.
ავუხსენი, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და საჭირო გახდა საზოგადოების უფრო ფართოდ ინფორმირება ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და სწორედ ამ ნიადაგზე შეიქმნა ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომელმაც (დრომ გვიჩვენა) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში