ბენიამინ ნეთანიაჰუ – თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრი, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.
ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო