კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლში სამძებრო ოპერაცია დასრულდა – ნაპოვნია 23 ცხედარი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 18 ივნისს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას, რომელიც 39 საათზე მეტხანს გაგრძელდა, 23 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
ს ჯარებმა კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა 17 ივნისს მიიტანეს.
რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად სოლომენსკის რაიონში დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.
17 ივნისს უკრაინის დედაქალაქში სულ 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა სვეტლანა ვოდოლაგამ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუცხადა, რომ ს სოლომენსკის რაიონის გარდა, 4 ადამიანი დაიღუპა დარნიცკის რაიონში, 1 დაშავებული კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 17 ივნისს ს ჯარებმა ზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი . შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
ფორუმი