“ლივერპულმა” მეკარე იჯარით “აიაქსში” გაუშვა

„ლივერპულმა“ 23 წლის ჩეხ მეკარეს ვიტეზსლავ იაროშს კონტრაქტი გაუგრძელა და ერთი სეზონით „აიაქსში“ გაანათხოვრა.
იაროში გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით „შტურმში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 21 მატჩში 20 გოლი გაუშვა და შვიდჯერ შეინახა კარი მშრალად. ის „ლივერპულში“ 2017 წელს „სლავიადან“ გადავიდა და მას შემდეგ სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ მეკარე კივინ კელეჰერი „ბრენტფორდს“ 21.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა და მის ნაცვლად უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრების და „პუშკაშ აკადემიას“ 20 წლის გოლკიპერი არმინ პეჩი შეიძინა. „წითლების“ ძირითადი მეკარე ალისონია და მალე გუნდს გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს.
“სიტიმ” “ლიონისგან” შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი “არსენალმა” “კრუზეიროში” გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის – შერკი “სიტიში” გადავიდა