ჩვენ, “ლელოს”, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე, აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს მიმართ აქვს სიმპათიები, რადგან მათი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ხაზარაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.
“ჩვენ – ლელო მაქვს მხედველობაში – ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი […]
ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ , როგორც ოპოზიციური ამომრჩეველი, დაინახავთ, რომ არის ორი პარტია – ნიკე მელიას პარტია და აქეთ “ლელო”, რომელიც შეთანხმებულია ქვეყნის მართვაზე, ქვეყნის ძირითად საკითხებზე, შეიძლება მთავრობის კომპოზიციაზე და უკვე მერე, გადასაწყვეტია … ნიკა მელია და “ლელო” ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პალიტრანიუსის ეთერში, თუმცა, არ გამორიცხა, რომ თეორიულად შესაძლებელია მსჯელობა სამომავლოდ ერთ პარტიაში გაერთიანებაზეც.
ამის საპირისპიროდ, მამუკა ხაზარაძემ გამორიცხა თანამშრომლობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან – “საქართველოსთვის”. ხაზარაძემ გახარიას “წარსულის პოლიტიკოსი” უწოდა. ის განმარტავს, პარტიების გაერთიანება არ უნდა იყოს მექანიკური და ის ჯანსაღ, იდეურ ურთიერთობებს უნდა ემყარებოდეს.
“მე ჩემი პოზიცია გითხარით და ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩემგან ნუ ითხოვთ პასუხის გაცემას, მოთხოვეთ იმას, ვისაც პასუხი აქვს გასაცემი ამ საკითხებზე [“გავრისობის საქმე”, ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე]”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარტია დაიშალა და ის მას არ მიაჩნია ყველაზე დიდ და ძლიერ პარტიად.
ნიკა მელიამ “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად 7 დეკემბერს დატოვა და ახალი პარტისშექმნა დააანონსა. იქამდე, თვეების განმავლობაში პარტია შიდა კონფლიქტის პირობებში იმყოფებოდა. უფრო მეტი ამ საკითხზე წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:
· მელია სააკაშვილთან “ერთ პარტიაში თანამშრომლობას” გამორიცხავს
· კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი
· „საინტერესო მოთამაშეა“ – მელიამ „ენმ“ დატოვა. რას ცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში?