დონალდ ტრამპი ხამენეის განცხადებაზე, რომ „არასდროს დანებდება“ – წარმატებები – ნეთანიაჰუს ვუთხარი: განაგრძეთ

„წარმატებები “ – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს ირანის უზენაესი ლიდერის მიმართვაზე, სადაც ხამენეი ამბობს, რომ მისი ქვეყანა „არასდროს დანებდება“ ისრაელთან კონფლიქტში.
„ წარმატებები“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა – სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, რეგიონული დაძაბულობის ფონზე ისრაელის ლიდერისთვის გზავნილის შესახებ, რაზეც ტრამპა განაცხადა: „მე ვუთხარი: განაგრძეთ“.
„მე მას [ნეთანიაჰუს] ყოველდღე ვესაუბრები“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ის კარგი ადამიანია, ბევრს აკეთებს“.