პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით