რუსეთმა მიზანმიმართულად გაავრცელა კახოვკის კაშხლის დანგრევის შედეგად დაღუპულთა არასწორი რიცხვი

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად არასწორად დაითვალა მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც კახოვკის კაშხლის დანგრევას მოჰყვა.
უკრაინის 22-თვიანი ომის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მოვლენა იყო, რომელიც ხერსონის რეგიონში მდებარე კახოვკის კაშხლის კატასტროფულ აფეთქებას და დანგრევას მოჰყვა. ეს ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესის“ საგამოძიებო მასალაში არის მოცემული.
რუსეთმა განაცხადა, რომ 6 ივნისს კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 59 ადამიანი დაიხრჩო. „ასოშეიტედ პრესის“ გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ეს რიცხვი, სულ მცირე, ასობით ადამიანია მხოლოდ ს მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, რომელიც წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის დროს ქალაქში დაახლოებით 16 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ