პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წულუკიანის კომისიაზე კვლავ დაიბარეს

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს, ამის შესახებ პარტია “ახალი” სოციალურ ქსელში წერს:
,,ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწილეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ”

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა