“უფალო, მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და დეისვენე” – რას წერს სარიშვილი

ამ წინასაახალწლოდ ჯერ იყო და შიშველი ტერფი ვგლიჯე ტახტს და ნეკით გავიტანე მეორე ბოლოში, მოტეხვას გადავრჩი მაგრამ ვკოჭლობ. მერე სანდროს ცაში ნასროლ ბოტასს არ ვიცი წვიმა მეგონა თუ რა სახე შევუშვირე მომხვდა თვალში და ეხლა რაღაცეებს ვისხამ. მაინც არ დავნებდი ბედსა და წავედი სალონში მოსაწესრიგებლად, სადაც თავის დაბანის დროს ყურში წყალი ჩამივიდა, თან იმ ყურში, რო არ მესმის და უფუნქციოდ გდია, დემეწყო ანთება. ნეტა კიდე რა უნდა დამემართოსმეთქი და ამ დილით სახლიდან გავედი კბილებით და დავბრუნდი უკბილოდ! რა ნაწილ-ნაწილ მერჩი უფალო?! სანამ გოზინაყის კეთება დამიწყია, თან ხელი მაქვს დაბუჟებული, ტყუილად რომ არ გავწვალდე, მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და დეისვენე თქვენც გილოცავთ დამდეგს