ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, დღევანდელი ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ს ოლქებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ს იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.
„მსგავსი თავდასხმები აშკარა ტერორიზმია და მთელმა მსოფლიომ, -მა და ევროპამ ამას ისე უნდა უპასუხონ, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო პასუხობს ტერორისტებს. პუტინი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ მას ომის გაგრძელება შეუძლია. მას სურს, რომ ომი გაგრძელდეს. არასწორია, როდესაც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები ამაზე თვალს ხუჭავენ. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა უდანაშაულო მშვიდობიანმა ხალხმა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.