ზურა ხაჩიძე გადადგა – ვინ ჩაანაცვლებს მას

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ დაკავებული პოზიცია დატოვა.

ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხაჩიძე აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ახალი რწმუნეებული, ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, ყოფილი რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ორმა მოადგილემ პოზიციები დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!