“ნაცების” ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ – მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს

“ნაცების” ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ – მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს
ნაცების ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტთან ნიღბიანი პირების მიერ გამართულ აქციას.
მისი განცხადებით, გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, შესაბამისად, ყურადღება გვმართებს, რომ ეს განზრახვა მათ სისრულეში არ მოიყვანონ.
“ნაცების ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ…
პარტიული უფროსები ავალებენ ამის გაკეთებას. ამათ უფროსებს კიდევ, თავიანთი უფროსები.
მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია. ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოა მშვიდობის კუნძული.
გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც განსაკუთრებით ბოლო 3 წელია ქართული სახელმწიფო არ უშვებს.
ჩვენ კი, ყურადღება გვმართებს, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა სულ მცირე 500 მილიონი ლარი