გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შპს ,,ვორდ ფარმას” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული საწყობის გახსნას დაესწრო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შპს ,,ვორდ ფარმას” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული საწყობის გახსნას დაესწრო.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში მედიკამენტების სწრაფ, ეფექტურ და უსაფრთხო მიწოდებას, ასევე, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!