15 ივნისს გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ვეტერანებისა და არმიასთან დაკავშირებული მოქალაქეების დღეს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ყოფილ და მოქმედ სამხედროებს შეხვდება.
აღნიშვნები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, მათ შორის, ბერლინში, სადაც რაიხსტაგის შენობის წინ კი სპეციალური “ვეტერანების სოფელი” მოეწყობა.
გასულ წელს გერმანელმა კანონმდებლებმა ვეტერანთა დღის საჯაროდ აღნიშვნის შესახებ კანონი მიიღეს.
“ძლიერი, მნიშვნელოვანი და ძალიან დროული ნაბიჯია ვეტერანთა მიმართ აღიარების და პატივისცემის ნიშნად”. – განაცხადა პისტორიუსმა.
“ტაბულა”
