„ლელო – ძლიერი საქართველო“ – „ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! – სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!

„ქართული ოცნების“ უსამართლო და უკანონო ქმედებები დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს! – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება” ყოველდღიურად ამძაფრებს ბრძოლას თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ.
„კიდევ უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონმდებლობას, პატიმრობას უსჯის სამოქალაქო აქტივისტებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრება მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, უკიდურესად ზღუდავს აზრის თავისუფალ გავრცელებას და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს მითვისებულ ძალაუფლებას.
ეს ილუზია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე დაემსხვრევა.
სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა