მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი – ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ დოლარი – ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი იმას ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორების ნდობა მაღალია, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიები ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში გადმოდიან, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
“მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა. მაგრამ აქ რამდენიმე ნიუანსია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფ რამდენიმეს:
1. ნათლად ჩანს რომ არსებულ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, რაც აისახება რეინვესტირების მაღალ მაჩვენებელში.
2. მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არავინ საუბრობს არის ის, რომ კომპანიები გადმოდის ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
3. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე კომპანიებმა დაიწყეს საგარეო ვალდებულებების გასტუმრება, რაც საგარეო ვალის შემცირებას იწვევს და არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისათვის.
ერთი ფრიად საგულისხმო ტენდენცია, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას არის ის, რომ ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ძირითადი ინვესტორები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ.” – წერს ოთარ ანგურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი