ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი – ტრამპი

ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი, უბრალოდ გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს შეთანხმების დადების შანსი მისცა, მაგრამ ირანმა ეს არ გააკეთა.
„მე ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც იცოდნენ, ელოდნენ ან უთხრეს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სასიკვდილო სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, და, რომ ისრაელს ეს დიდი რაოდენობით აქვს და კიდევ ბევრი რამე მიეწოდება, თან იციან, როგორ გამოიყენონ ეს. ზოგიერთი ირანელი მკაცრი ხაზის მომხრე მამაცურად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ისინი ახლა ყველანი მკვდრები არიან და ეს მხოლოდ უარესობისკენ წავა! უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობა და ნგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, ეს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც უკვე დაგეგმილი შემდეგი თავდასხმებით კიდევ უფრო სასტიკი იქნება, დასრულდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge