“საქართველოს დღემდე სწორედ მათე დევიძის მსგავსმა თავდადებულმა და ვაჟკაცმა ხალხმა მოაღწევინა“- საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ქართველი ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძეც, სოციალურ ქსელში მათე დევაძის დაპატიმრებას ეხმაურება.

“მინდა, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს დღემდე სწორედ მათე დევიძის მსგავსმა თავდადებულმა და ვაჟკაცმა ხალხმა მოაღწევინა და არა ჩვენ, ვისაც ტაშს გვიკრავენ და გვაღმერთებენ, როცა ქართული დროშის ქვეშ ვასპარეზობთ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, იმის “ძალაც” კი არ შეგვწევს, მათეს სახით საქართველოს მომავლის იმედი დავიცვათ ან ერთი სიტყვა მაინც შევაწიოთ”.- წერს მევლუდ მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე