“ამ საოცარი, ნათელი, ღიმილიანი ბიჭის ამბავში ხომ დაზარალებულიც არ არსებობს!” – ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 21 წლის მათე დევიძისადმი 4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ის იტყვის, თუ დაწერს კიდევ ბევრ ბრძნულ და მართალ სიტყვას. ეს საოცარი ნათელ ღიმილიანი ბიჭი, რომელმაც ერთხელ, ძალადობისგან სხვათა დასაცავად, მოიქნია დროშის ტარი, რომელიც არავის არ მოხვედრია – ამ ამბავში ხომ დაზარალებულიც არ არსებობს! მათე დევიძე დღეს უსამართლობასთან მედგრად ბრძოლის, გაუსაძლისის გაძლების, კეთილშობილების და რაც მთავარია, სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა. ისევე, როგორც სხვა სინდისის პატიმრები. ისევე, როგორც ასეთივე მოღიმარი, მშვიდი და მედგარი მზია ამაღლობელი. მათე იპოვის სინათლეს, დაბრუნდება და ისევ დაუკრავს და იმღერებს. მთავარია, ჩვენ არ ჩამოვყაროთ ხელები. არ დავკარგოთ გამარჯვების რწმენა. სხვა თუ არაფერი, ამას სინდისი პატიმრების და მათი მშობლების არნახული სიმაგრე და სილაღე გვავალდებულებს. ამიტომაც უნდა დავძლიოთ ყველაფერი, რაც გვთიშავს და ერთად, მძლავრი ეროვნული სულისკვეთებით, ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად!“
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?