გიორგი ბარამიძე – ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ

ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი არიან ს გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა „პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“.
„დღეს, ასევე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იმართება, მორიგი სამარცხვინო პროცესი ამ რეჟიმის მიერ ინიციირებული, რადგან ის არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ღალატის კომისიაში არ გამოცხადდა. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ სასამართლო პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სას დაემთხვა.
ჩვენ ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გადადგას, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის