ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი – მომდევნო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას დავასრულებთ – სასამართლო მომდევნო სხდომაზე მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის უცნობია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, პროკურატურა მომდევნო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
როგორც პროკურორი აღნიშნავს, სახელმწიფო ბრალდებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
„ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადასახდელად 50 დღე ჰქონდა განსაზღვრული. მიუხედავად ამ ვადის გასვლისა, მან ეს თანხა არ გადაიხადა. გარდა ამისა, ამას დაემატა ის გარემოება, რომ ბრალდებული არც წინა სხდომაზე, არც დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა თუნდაც, მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, რაც სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა.
მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას, შესაბამისად, სასამართლო მომდევნო სხდომაზე მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის უცნობია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შესაბამისად, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი გვაქვს.
ეს არის პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლა, რომ მისი საქმის განხილვები გააჭიანუროს და გარკვეულწილად პასუხისმგებლობა აირიდოს”,- განაცხადა მეშველიანმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.