– არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ნიკა გვარამია რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით – თავისი მანქანით მიდის. ცოტა ხნის წინ გვარამია სახლიდან გამოვიდა და ამ წუთებში სწორედ რუსთავის ციხის მიმართულებით მიემართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, რაც როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან – მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ ხელისუფალს არ მიუღია