ტრამპის ადმინისტრაციას მივმართავთ, რათა “MEGOBARI ACT”-ის კანონად მიღება დააჩქაროს – ფარულავა

მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციიდან ია ფარულავა მედიასთან ამბობს:
ეს უკვე ხელისუფლება არ არის. საქართველო დღეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელით მიერ იმართება. ამიტომ, საერთოდ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. უკვე ვიცით, რომ ჰიბრიდულ ომში ვართ. ჩვენზე მოდის ფსიქოლოგიური, ემოციური ზეწოლა. საჭირო არის რაიმე სტრატეგიის შემუშავება. დღეს მათე დაიჭირეს, ხვალ სხვას დაიჭერენ… სინდისის პატიმრების მთელი არმია შექმნეს და მთავარი პატიმარი, ციხეშია. ჩვენ გვინდა, რომ დიდი მიმართვა გავაკეთოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რომ დააჩქაროს მეგობარი აქტის კანონად მიღება.” – განაცხადა ია ფარულავამ.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავდაპირველად, პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა